The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზეჭაბუკ ორბელიანი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 1794
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი

ბიოგრაფია

ქართველი პოეტი, მწიგნობარი, მეცნიერი და ფილოსოფოსი. ერეკლე II-ის მდივანბეგი. გონებამახვილ და ენამოსწრებულ, მაგრამ გულზვიად და გონჯ ორბელიანს უსიამოვნება ჰქონდა ბევრ თავის თანამედროვესთან. ბესიკ გაბაშვილის თანამედროვე. მზეჭაბუკ ანუ, როგორც მას ბესიკი და შინაურები უწოდებდნენ - ჭაბუა, უკვდავი დარჩა, როგორც ბესიკის მძაფრი სატირის ობიექტი. "კალმასობა" მას ახასიათებს როგორც "ძველთა ფილოსოფოსთა ზედმიწევნილი, ღვთის მეტყველებასა შინა გამოცდილი და პაექრობასა შინა მარჯვე; აგრეთვე ხუმარსიტყვაობასა შინაცა მარჯვე და პასუხისა უცხოთ მომგები. მესტიხეობისა შინაცა ქებული და მსაჯულისა საქმეთასა შინა გამოცდილ". მზეჭაბუკი მეფე ერეკლესაც ჰყვარებია. იგი "გონებით უცხო", მაგრამ ფიზიკურად მახინჯი ყოფილა. მასზე სატირული ლექსები დაუწერიათ საიათნოვას, ბესიკს, დავით რექტორს და სხვებს. ცნობილია ბესიკისა და ორბელიანის მწვავე პოეტური პაექრობა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბესიკმა მას მისწერა ვრცელი რიტორიკული ეპისტოლე, რომელშიც სთხოვდა შერიგებას (ხელნაწერი H-1334). ორბელიანმა ხალხური ლექსების გავლენით ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა "იავნანასი" და "ძეობის" ჟანრი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.558; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.78-79


გააზიარე: