The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბოჩია გაბესკირია

Legal name:შალვა გაბესკირია
Date of birth:15 May, 1912
Date of death:1975  (at 62 years)
Category:Public official, Translator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ახალსენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა  განათლების სახალხო კომისარიატის ხელოვნების განყოფილებაში სათეატრო დარგის ინსპექტორად (1930-1935), გაზეთ "საბჭოთა ხელოვნებაში" ლიტმუშაკად (1926-1937), ხალხური შემოქმედების სახლში, ჯერ სარეპერტუარო განყოფილების გამგედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ (1937-1942), ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სათეატრო განყოფილების უფროს  სპეციალისტად (1943-1945), აფხაზეთის ასსრ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ (1945-1947), თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორად (1948-1949), აფხაზეთის ასსრ ფილარმონიის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად (1949-1954). 1954 წელს დაინიშნა სოხუმის თეატრის დირექტორად. 1972 წელს გადმოიყვანეს თბილისში გრიბოედოვის თეატრის დირექტორად. დაწერილი აქვს პიესა "სამი მეგობარი", რომელიც დაიდგა სოხუმის თეატრში, თარგმნა დრამატული ნაწარმოებები: ა. ბარიანოვის "იმათ მხარეში",  ბრონშტეინის "ცოცხლების დღეა", კ. სიმიონოვის "უცხო ჩრდილი" და სხვა. მისი ნათარგმნი პიესები იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში. წერდა რეცენზიებსა და სტატიებს, კითხულობდა ლექციებს ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., 1992. - გვ.66

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1954 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: