Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ შერვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოხურეიში, გალის რაიონი. უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1910-1914წწ. ირიცხებოდა სტუდენტთა მარქსისტულ ორგანიზაციაში. 1916 წლიდან მუშაობდა ქალაქ სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1923 წლის 31 მარტს აფხაზეთის ასსრ საგანგებო კომისიამ დააპატიმრა საზღვარგარეთიდან არალეგალურად დაბრუნებულ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან კავშირისა და ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით. პატიმრობის გამო ჯანმრთელობაშერყეული ინფარქტით გარდაიცვალა. მის სახელს ატარებდა ქალაქ სოხუმის მეორე სავადმყოფო. აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი, ქირურგიული სამსახურის ორგანიზატორი აფხაზეთში, მედიცინის მეცნიერებათა პროფესორი. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.420 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |