The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კუპრაძე

ვასილ კუპრაძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2011  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1957 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ბათუმის სარემონტო-სამშენებლო კანტორაში მშენებელ ოსტატად; 1958-1959წწ. ამავე სისტემაშია გარდაბანსა და გორში, ხოლო 1960 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტის" ტექნიკოს-ინჟინერი იყო; 1963-1965წწ. მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965 წლიდან სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" ტექნიკური განყოფილების ინჟინერი იყო, შემდგომ გურჯაანის N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი; 1969-1972წწ. - სამმართველოს უფროსი; 1972-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის გურჯაანის N6 სამშენებლო სამმართველოს უფროსია; 1974-1975წწ. გურჯაანის საპროექტო ბიუროს უფროსი; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1977 წელს ტრესტის მმართველად; 1996 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება "ალაზნის" გენერალური დირექტორი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კახეთში სამრეწველო, სამოქალაქო და სასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ღვინის ქარხნები წითელწყაროში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ყვარელში და ველისციხეში. ახალი სოფლები - სამთაწყარო და ფიროსმანი, ქ. თბილისში, ცხინვალის, საჩხერის და მარნეულის რაიონებში საცხოვრებელი სახლები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები.   

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.326

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: