The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი კუპრეიშვილი

გივი კუპრეიშვილი
Date of birth:28 March, 1927
Date of death:2011  (at 83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საგვაზაო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

1948-1953წწ. მუშაობა დაიწყო საქართველოს სამთო მომპოვებელ ტრესტ "საქმახშირის" ტყვარჩელის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, შედეგ ქუთაისის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსად; 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N10 სამმართველოს. იყო იმავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველი და ტრესტ "კოოპმშენის" მთავარი ინჟინერი, "საქმთავარწყალმშენის" მმართველის მოადგილე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თექტრი ქ. ქუთაისში, სასტუმრო "თბილისი", კინოთეატრი "ქუთაისი", ფეხბურთის სტადიონი, ქუთაისის მრავალფუნქციური საავადმყოფო, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარული ინსტიტუტები, ტაბახმელის ბიოკომბინატის კომპლექსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ახალი სასწავლო კორპუსი, ბავშვთა N2 საავადმყოფო (თბილისში) და სხვა; არაერთხელ იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის წევრად. დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.326-327

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: