Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კურტანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1999წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსაპროექტში" ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, პროექტისა და სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; 1999-2002წწ. სააქციო საზოგადოება "საქქალაქმშენპროექტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 1997 წლიდან არის საპროექტო ფირმა შპს "კაპიტალის" დირექტორი, 2006 წლიდან - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ურბანული კომისიის ექსპერტი; მონაწილეობდა სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ნაგებობების გაანგარიშება-პროექტირებაში; ექსპერტიზა ჩაუტარა 50-ზე მეტ პროექტს, მათ შორის: წრომის ტაძრის (ხაშურის რაიონში), წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიების (წალკასა და სოფ. ხცისში), სხალთის კვირაცხოვლის ეკლესიის რესტავრაციის, სასტუმრო "მთის ბროლის", ქციის ეკლესიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციის, მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის პალეოლითური ადგილსაპოვებელის სარეაბილიტაციო სამუშაოების და სხვა კონსტრუქციულ ნაწილს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.327
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |