შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და სამმართველოს უფროსად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მმართველად; იყო რესპუბლიკური გაერთიანება "საქსპფლმშენის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის პირველი მოადგილე, ქ. თბილისის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისის მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას. მათ შორის: 1200-ადგილიანი რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, ბიოქიმიის ს/კ ინსტიტუტის, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს (დიღმის მასივში), თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის (აღინიშნა სახელმწიფო პრემიით), "საქსოფტექნიკის" სახელმწიფო კომიტეტის (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობა) და "დოსააფის" ყოფილი შენობების, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის, საცხოვრებელი სახლების (მთაწმინდის რაიონში), საშუალო სკოლებისა და ბაგა-ბაღების, თბილისის ქუჩების, სანაპიროს და ქ. თბილისის N1 სკოლა-გიმნაზიის აღდგენა-მშენებლობას, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელმწიფო პრემია დაიმსახურა; არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; დაჯილდოებულია საქართველოს და მოსკოვის მთავრობის ჯილდოებით; არაერთხელ იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და საკრებულოს წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.327-328; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |