The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით რატიშვილი

დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1937  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და პირველ მსოფლიო (1914-1918) ომების მონაწილე.  1915 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1920 წლიდან იყო ცხენოსანთა ბრიგადის მეთაური, შემდეგ ახალციხის სამხედრო კომენდანტი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საქართველო არ დაუტოვებია. ცხოვრობდა ტფილისში (თბილისში). დაჯილდოებულია სპარსეთის "მზისა და ლომის" მე-III ხარისხის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.39


გააზიარე: