The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ როინიშვილი

იოსებ როინიშვილი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:1921  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი და ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია 1905 წელს (1-ი თანრიგით).

განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1893 წელს. მსახურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადაში. იყო სამხედრო-სამოსამართლო თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი. დროებით ასრულებდა მთავარი სამხედრო სასამართლოს სამმართველოს მაგიდის უფროსის მოვალეობას. 1909 წლამდე მსახურობდა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად. 1909 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ. პოლკოვნიკი 1912 წლიდან; 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. ქართველი გენერალ-მაიორი.

წყარო:  სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.39

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული ჯარის სამხედრო სასამართლო, თავმჯდომარე (1918-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1911 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: