The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სუმბათაშვილი

გიორგი სუმბათაშვილი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1868
გარდაცვ. თარიღი:1921  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა მსროლელთა სკოლა. 

განათლება მიიღო გიმნაზიაში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1889 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. მსახურობდა 153-ე ბაქოს ქვეითთა პოლკში. 1911 წელს მსახურობდა 85-ე ვიბორგის ქვეითთა პოლკში. 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეითთა პოლკში. მეთაურობდა ბატალიონს. 1915 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და საბრძოლო დამსახურებისათვის 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეითთა პოლკში გადაეცა წმინდა გიორგის ოქროს იარაღი; 1915-1917 წწ.  მეთაურობდა ცარიცინის 146-ე ქვეითთა პოლკს. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი, ფრონტის სარდალი. 1921 წელს დაინიშნა მე-2 დივიზიის მეთაურად. დაჯილდოებულია საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი. 

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები / მამუკა გოგიტიძე. -თბ., 2015.-გვ.40

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ბაფთით)
  • 1909 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: