The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია აბესალაშვილი

გია აბესალაშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1984 წელს.

1978-1980 წლებში - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეა. 1979- 1980 წლებში მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გამნათებლად. 1989 წლიდან "კინომსახიობთა თეატრის" მსახიობია, პარალელურად მუშაობდა სპექტაკლების სცენოგრაფიაზე. გადაღებულია ფილმებში: წერილები ბამიდან" (თ. ფალავანდიშვილი, 1980); "ჩემი დეიდა დუდუ" (ი. კვირიკაძე, 1984); "ბრავო ალბერ ლოლიშ" (მ. თავაძე, 1987); "შარვალი", "ქველი"(ვ. კვაჭაძე, 1988); "ოპერაცია ვუნდერლანდი" (ო. კობერიძე, 1988); "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში" (ლ. გორდელაძე, 1989), "სიბრძნე სიცრუისა" (ნ. ხატისკაცი, 1991); "ოსკარი" (რ. გლურჯიძე, 1995); "ვაგონეტი" (გ. ოვაშვილი, 1996), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" ( ე. ბადურაშვილი, 2003); "ბედნიერება" (ნ. ალექსი-მესხიშვილი, 2009) და სხვ.  მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის სცენაზე ნათამაშები აქვს ორმოცამდე როლი: "ალუბლის ბაღი" (პიშჩიკი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), "ზაფხულის ღამის სიზმარი" (დემეტრიოსი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი),  "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი" (პრემიერი კაცი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), ჟან ჟიროდუ "ამფიტრიონი-38" (სოზია, ამფიტრიონის მსახური, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), "ჩვენი პატარა ქალაქი" (თედორე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი),  "რევიზორი" (ქალაქის მერი, რეჟ. ოთარ ეგაძე), "დრაკონი" (ბურგომისტრი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), "ცილინდრი" (ანტონიო, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" (აპოლონი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), "ნეაპოლი" (ფედერიკო, რჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი), "დრაკონი" (შარლემანი, რეჟ. გოგა პიპინაშვილი) და სხვა. 1990-1995წწ. იყო გადაცემა "ართ ჰოლის" წამყვანი (ტელეკომპანია "იბერვიზია"), 1996- 2001წწ. მუშაობდა საბავშვო სტუდიაში "ართ ჰოლი", ხოლო 2000 - 2006 წწ. საბავშვო სტუდიაში "თეთრი ფარდა", 2000-2005 წწ. იყო გადაცემა "თეთრი ფარდის" წამყვანი (ტელევიზიის პირველი არხი).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 30; ქართული კინო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: geocinema.org.ge


გააზიარე: