შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დამთავრა კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი; საერთო განათლება მიიღო სამხედრო პროგიმნაზიაში. ჯარში მსახურობდა 1886 წლიდან. სამხედრო სამსახური დაიწყო 150-ე ტამანის (რუსეთი) ქვეითთა პოლკში. 1903-1905 წლებში მსახურობდა ოზურგეთის მაზრის უფროსად. 1905-1910 წლებში ირიცხებოდა კაპიტნად კავკასიის სამხედრო ოლქის სამმართველოში. 1910 წლიდან თადარიგში იყო. 1911 წელს დაინიშნა თერგის მხარის გროზნოს ოლქის სამხედრო უფროსად. 1911-1914 წლებში მსახურობდა თერგის მხარის ხასავ-იურტის ოლქის უფროსად. 1914-1917 წლებში კი თერგის მხარის გროზნოს ოლქის უფროსად. 1915 წელს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა; 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო უცხოელთა მისიებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი და სამხედრო სამინისტროს დავალებათა შტაბ-ოფიცერი. 1921 წლიდან ემიგრაციაში, საფრანგეთში იმყოფებოდა. ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.41 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |