შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ აბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობდა რუსთაველის სახელობის და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრებში, საქართველოს რადიოს დიქტორად. სტუდენტობიდან დაწყებული პერიოდულად იწვევდნენ ფილმებში, ერთადერთი მთავარი როლია ჰუსეინი ფილმში "ზვიგენის კბილი" (შ. გედევანიშვილი, 1959). მონაწილეობს ფილმებში: "ბაში-აჩუკი" (ლ. ესაკია, 1956), "ხმელი წიფელი" (მ. კოკოჩაშვილი, 1957), მამლუქი (დ. რონდელი, 1958), "ტარიელ გულუა" (ლ. ხოტივარი, 1968), "წინაპართა მიწა" (გ. ლორთქიფანიძე, გ. ჭოხონელიძე, 1979), "ჟამი მოქცევისა" (ნ. ომიაძე, 1982), "ნუცას სკოლა" (მ. კოკოჩაშვილი, 2000), გაახმოვანა 300-მდე როლი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 31
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |