შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგი კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მე-4 არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად (ხელმძღვანელი შოთა ყავლაშვილი); 1987-1989წწ. მუშაობდა კორპორაცია "მხატვარდიზაინმშენში" არქიტექტორ-დიზაინერად; 1989-1991წწ. ქ. თბილისის საქარხნო რაიონის არქიტექტურის სამსახურის ინჟინერ-არქიტექტორად; 1991-1998წწ. სხვადასხვა კერძო კომპანიების დირექტორი იყო; 1998 წელს ქ. თბილისის "არქმშენინსპექციის" უფროსად დაინიშნა; 2001 წელს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე იყო; 2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიების დირექტორია; მისი ავტორობით განხორციელებულია სავაჭრო ცენტრი ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე შენობების რეკონსტრუქციის საკონკურსო პროექტი, ღვინის ქარხნის რეკონსტრუქცია და სპეციალიზებული მაღაზია-სალონი საგარეჯოში, ავტოგასამართი სადგური კახეთის გზატკეცილზე, ქ. მცხეთაში 10 საცხოვრებელი კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ინდივიდუალური სახლების პროექტები საკურორტო რეგიონისათვის დაბა წყნეთში, წიწამურში და წავკისში, ასევე, სავაჭრო ცენტრ "ბახმაროს" პროექტი დიდი დიღმის II-III მიკრორაიონების შორის (I არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატი), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები ლიტვაში (ქ. ვილნიუსი), ინდივიდუალური სახლის საკონკურსო პროექტი ბელგიაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში ჯანაშიას, ქუჩიშვილის და საირმის ქუჩებზე, სვეტიცხოვლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გენგეგმა და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება-კეთილმოწყობა, ფუნიკულორზე სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი "სატივე" და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.328 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |