The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აგიაშვილი

დავით აგიაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 2014  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1977წწ. წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად, მერე კი უფროს რედაქტორად. ასევე მულტიპლიკაციური გაერთიანების მთავარ რედაქტორად. 1977–1995 წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმის" რედაქტორი, 1979 წლიდან კი - სასცენარო სახელსონოს ხელმძღვანელი. 1980–1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკუტეტზე სპეციალობით "კინოდრამატურგია" და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში სპეციალობით "კინოდრამატურგიის საფუძვლები". კინოში მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მსახიობმა (მთავარი როლი ფილმში "განგაში", 1968). საკუთარი სცენარით  გადაიღო დოკუმენტური ფილმი "საქართველოსთვის ბიჭებო, სწორდით!" (ჯ. ებრალიძესთან ერთად, 1981). დაწერა სცენარები დოკუმენტური ფილმისთვის: "ექსპერიმენტი" (გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1979), "ფანჯარა" (მ. ბორაშვილი, 1980), "ჩვენი მერი" (ჯ. ებრალიძე, პ. ტაბაღუა, 1982),  "ჩვენ მეცხვარეები ვართ" (გ. ბარნაველი, 1984), "ჩემპიონის დაბრუნება" (მ. ჭიაურელი უმც., 1987), "დილოგები" (დ. გუგუნავა, მ. ბასინოვი, 1989). სცენარის თანაავტორია მხატვრულ ფილმებში "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1986), "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" (ზ. კაკაბაძე, 1987), "ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი" (ზ. კაკაბაძე, 1989), "ელზა" (ჰ. რისმაირი, 1993). 1933 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 32; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gekvira.ge


გააზიარე: