The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თევდორე ახვერდოვი

თევდორე ახვერდოვი
Legal name:თევდორე ახვერდაშვილი
Date of birth:1773
Date of death:1820  (at 47 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი (დაღესტანი).

დაიბადა  ქართველი აზნაურის, სეკუნდ–მაიორ ესაია ვასილის ძე ახვერდაშვილის ოჯახში. რომელიც წარმოშობით ქართლ-კახეთის აზნაური იყო და მეფე ვახტანგ VI-ის ამალას რუსეთში გაჰყვა. დედამისი იყო თავადის ქალი, ანა გერასიმეს ასული ჩოლოყაშვილისა; ახვერდოვის ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი, რუსეთის თავად–აზნაურთა გენეალოგიური წიგნები, მიუხედავად ამისა, სომეხმა მეცნიერმა გ. ავეტისიანმა იგი სომეხი გენერლების სიაში შეიყვანა; 1788 წ. ჩააბარა საარტილერიო კადეტთა კორპუსში. 1791 წ. შტიკ–იუნკერი (იუნკერის წოდება საარტილერიო და საინჟინრო ჯარებში) გახდა, ხოლო 1793 წ. აუდიტორი (რევოლუციამდელ რუსეთში სამხედრო იურისტის წოდება) და კანონიერთა (გერმ. Kanonier; არტილერისტი, მეზარბაზენე) I პოლკში ჩაირიცხა. იმავე წელს ახვერდოვი გადაყვანილ იქნა გენერალ პ. ზუბოვის შტაბში ფლიგელ–ადიუტანტად. 1796 წ. აყვანილ იქნა კანონიერთა I პოლკის კაპიტნის რანგში; 1796 წ. მონაწილეობდა შემახის და განჯის აღებაში; 1797 წ. დაინიშნა საარტილერიო ბატალიონში, 1798 წ. აყვანილ იქნა ვიცე–პოლკოვნიკის, 1799წ.–პოლკოვნიკის რანგში; 1798–1799 წწ. იმყოფებოდა ციმბირის გუბერნიებში ნიტრატის (სელიტრა) მოსაპოვებალად; 1800წ. განაწილდა საპონტონე როტაში; 1800 წელს ყაბარდოს დამორჩილებისთვის გადაეცა წმინდა იერუსალიმელის ორდენი. 1803წ. გადაყვანილ იქნა მე-9 საარტიელერიო ბატალიონში; 1806 წ. მე-4 საარტილერიო პოლკში, ხოლო მისი დაშლის შემდეგ, 1806 წელსვე მე-9 საარტილერიო ბატალიონის ბრიგადის მეთაურად გადავიდა. 1807 წ. ახვერდოვი დაინიშნა საქართველოს მმართველად, 1808 წ. აყვანილ იქნა გენერალ-მაიორის რანგში; 1811 წ. გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და ჩაირიცხა არტილერიაში; 1812 წლიდან იყო კავკასიაში მოქმედი მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაური. მივლინებულ იყო თურქეთში სამშვიდობო ტრაქტატის დასადებად. 1816-1817წწ. მსახურობდა ცალკეული ქართული კორპუსის, არტილერიის მთავარ მეთაურად; 1817-1820წწ. მსახურობდა ყუმიყ და ჩეჩენ ხალხთა მთავარ მმართველად; საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო წმ. იოანე იერუსალიმელის კომანდორთა ჯვრით (1800). რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი, წარმოშობით ქართველი, კავკასიის ომის მონაწილე, გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.36-37ru.hayazg.info

Awards and Honors

  • 1811 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1810 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1809 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ბრილიანტით)
  • 1808 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    1804 წელს განჯის აღებასა და 1807 წელს რუსეთ-თურქეთის ომში იუსუფ-ფაშას დამარცხებაში
  • 1804 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

Share: