The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყადირ შერვაშიძე

ყადირ შერვაშიძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1887
გარდაცვ. თარიღი:8 მაისი, 1919  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა ქედა, ბათუმი
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ქედა, ბათუმის ოლქი.

დაამთავრა ტფილისის კლასიკური გიმნაზია 1909 წელს. 

1897-1899წწ. სწავლობდა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებაში. 1905 წლის რევოლუციის დროს ბათუმში აქტიურად მონაწილეობდა მოსწავლეთა გამოსვლებში, რის გამოც სხვებთან ერთად დააპატიმრეს და გიმნაზიიდან "მგლის ბილეთით" გარიცხეს. 1909 წელს ჩაირიცხა დორპატის (იურიევის, ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი, მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, რის გამოც 1910 წელს დააპატიმრეს და სახელმწიფო სტიპენდია გაუუქმეს. 1916 წლიდან მუშაობდა "ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლთა დახმარების სრულიად რუსეთის ერობათა კავშირის" რწმუნებულად ბათუმში. 1917 წლის თებერვალში გახდა ბათუმში დაარსებული "ქართველ მუსლიმთა კომიტეტის წევრი". 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა ამიერკავკასიის ერობათა რწმუნებულად ბათუმის ოლქში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. დაჯილდოვდა ქართული ლეგიონის თამარ მეფის ორდენით. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გერმანიაში გაგზავნილი დელეგაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.422; batumelebi.netgazeti.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: