Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ყადირ შერვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ქედა, ბათუმის ოლქი. დაამთავრა ტფილისის კლასიკური გიმნაზია 1909 წელს. 1897-1899წწ. სწავლობდა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებაში. 1905 წლის რევოლუციის დროს ბათუმში აქტიურად მონაწილეობდა მოსწავლეთა გამოსვლებში, რის გამოც სხვებთან ერთად დააპატიმრეს და გიმნაზიიდან "მგლის ბილეთით" გარიცხეს. 1909 წელს ჩაირიცხა დორპატის (იურიევის, ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი, მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, რის გამოც 1910 წელს დააპატიმრეს და სახელმწიფო სტიპენდია გაუუქმეს. 1916 წლიდან მუშაობდა "ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლთა დახმარების სრულიად რუსეთის ერობათა კავშირის" რწმუნებულად ბათუმში. 1917 წლის თებერვალში გახდა ბათუმში დაარსებული "ქართველ მუსლიმთა კომიტეტის წევრი". 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა ამიერკავკასიის ერობათა რწმუნებულად ბათუმის ოლქში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. დაჯილდოვდა ქართული ლეგიონის თამარ მეფის ორდენით. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გერმანიაში გაგზავნილი დელეგაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.422; batumelebi.netgazeti.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |