შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულშარი![]()
ბიოგრაფიადედოფალი, ალექსანდრე I დიდის ვაჟის-დიმიტრი ბატონიშვილის, "პროვინციის მეფის" თანამეცხედრე, მეფე კონსტანტინე II-ის დედა. 1487 წელს საქართველოში იაყუბ ყაენის მეორე შემოსევისას, რომელსაც ხალილ-ბეგი ხელმძღვანელობდა, კონსტანტინე II-ის ტახტსა და აყ ყოინლუს ამირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მეფემ ამ დიპლომატიური მისიის შესრულება თავის მოხუც დედას-გულშარს დაავალა. რას ითხოვდა ეს "მანდილოსანი დიპლომატი" და რა ხასიათის დავალებას ასრულებდა, ნათლად არ ჩანს. სავარაუდოა, რომ კონსტანტინე II თურქმანებს კონტრიბუციის მიღებასა და უკან გაბრუნებას სთავაზობდა. მოხუცი დედოფალი, რომელიც მისიის შესასრულებლად მონასტრიდან სპეციალურად გამოსულა, თურქმან ამირებს ზავის პირობებზე დათანხმებას ემუდარებოდა. გულშარის მისია წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ამ შემოსევისას ვერც თურქმანებმა შეძლეს თბილისის აღება. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |