The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტასია სავვა

ტასია სავვა
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1972  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი.

იყო ესტრადის მსახიობი, წარმოადგენდა საესტრადო ხელოვნების იშვიათ ჟანრს-მხატვრულ სტვენას. მის პროგრამაში იყო ისეთი დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორებიცაა ბახი, შუმანი, შუბერტი. ტასია სავვამ მონაწილეობა მიიღო ლეო ესაკიას ქართულ მხატვრულ ფილმში "მფრინავი მღებავი". 1936 წელს დაქორწინდა დრამატურგ გიორგი მდივანზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი თბილისში გადმოასვენეს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.318; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის: ru.wikipedia.org


გააზიარე: