The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფო ჩიხლაძე

რაფო ჩიხლაძე
ოფიციალური სახელი:ეფრემ ჩიხლაძე
სხვა სახელი:რაფიელ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1919  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, შორაპნის მაზრა. 

დაამთავრა სოფლის სამრევლო სკოლა 1889 წელს, სოფლის ორკლასიანი "ნორმალური" სკოლა 1891 წელს. 

1897 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, საიდანაც 1900 წელს გარიცხეს საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამო. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი პარტიის გურიის ორგანიზაციიდან. 1917 წლის ნოემბერსი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.427

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: