The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ოქრომჭედლიშვილი

ოფიციალური სახელი:ივანე სერებრიაკოვი
დაბადების თარიღი:1833
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1868  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

ერთ-ერთი პირველი ქართველი აგრონომი. დაწყებითი განათლება სიღნაღის სასწავლებელში მიიღო. 1855 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1859 წელს გორიგორეცკის (მოგილიოვის გუბერნია, ორშის მაზრა) სამიწათმოქმედო ინსტიტუტი.

ნაშრომისათვის "თამბაქოს მოყვანის შესახებ" მიენიჭა ჯერ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, შემდეგ მაგისტრის წოდება. 1861 წელს, საქართველოში დაბრუნებისთანავე სათავეში ჩაუდგა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "გუთნის დედას", რომელშიც ქვეყნდებოდა სტატიები აგრონომიის აქტუალურ საკითხებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.610


გააზიარე: