The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენ ოქროჯანაშვილი

არსენ ოქროჯანაშვილი
Date of birth:25 October, 1930
Date of death:4 October, 1965  (at 34 years)
Burial location:კახი
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თოფახი, კახის რაიონი, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს.

1955-1958წწ. მუშაობდა ზაქათალის რაიონის სოფ. ალიაბადის ქართულ საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ კი დირექტორად. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. იგი აქტიურად ჩაება საქართველოს კარსტული ფენომენების, განსაკუთრებით, მიწისქვეშა წარმონაქმნების კვლევაში; მონაწილეობდა კარსტოლოგიურ ექსპედიციებში, იკვლევდა გუმისთა-კელასურის, არგვეთა-ოკრიბის, წებელდის, აგრეთვე ასხის, გუმისთის, ბზიფისა და არაბიკის კირქვული მასივებისა და რაიონების სპელეოლოგიურ ბუნებას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო შრომები. აღსანიშნავია მისი კვლევით სამუშაო ასხის კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, სადაც აღმოაჩინა და შეისწავლა რამენიმე ახალი მიწისქვეშა კარსტული სიღრუე, მათ შორის, ტობის გამოქვაბული, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ არსენ ოქროჯანაშვილის სახელი ეწოდა. იგი თანავტორია საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრისა. მან თავისი სიცოცხლე შესწირა ასხის კირქვული მასივის შესწავლას, სადაც იგი 1965 წლის 4 ოქტომბერს მის ფერდობზე ტრაგიკულად დაიღუპა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტის შესწავლაში, კერძოდ, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კვლევაში. კახში არის არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩა, რომელიც მდებარეობს ჰეიდარ ალიევის პარკის ქვემოთ. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1962). ქართველი სპელეოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.615; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.217

Awards and Honors

  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისასთვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად

Bibliography


Share: