The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგა პაიჭაძე

გიგა პაიჭაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი პაიჭაძე
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1996  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1956-1962წწ. მუშაობდა ჯერ საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის აპარატში, შემდეგ კი ცენტრალურ კომიტეტში; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. იკვლევდა რუსეთთან, უკრაინასთან და კავკასიის ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. -თბ., 1984. - გვ. 637

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: