The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ კუჭავა

ოთარ კუჭავა
Date of birth:27 January, 1927
Date of death:1989  (at 61 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1954წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟოტრესტ "ჩაიმშენმონტაჟში", წალენჯიხისა და დაბა ჯვრის ჩაის ფაბრიკების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1954-1957წწ. ამავე ტრესტის ქ. ჭიათურის და გუდაუთის სამმართველოების უფროსად; 1957-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N1 სამმართველოს უფროსი; 1973-1975წწ. ამავე სამინისტროს ტრესტ "ბიჭვინთმშენის" მმართველი; 1975-1985წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1985 წლიდან სათავეში ედგა ამავე სამინისტროს სპეცმონტაჟის სამმართველოს; ხელმძღვანელობდა ჩაის ფაბრიკებისა და ღვინის ქარხნების (დასავლეთ საქართველოში), კაჭრეთის წისქვილკომბინატის, თბილისის უნივერსიტეტის ახალი კორპუსის, მსხვილი საკურორტო-ტურისტული კომპლექსებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების (აფხაზეთის ასსრ) მშენებლობას და საექსპლუატაციოდ გადაცემას; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი; არჩეული იყო გაგრის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.329-330

Awards and Honors

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: