Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კუჭავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1939 წელს. 1939-1940წწ. მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში სამშენებლო უბნის უფროსად; 1942-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, ხოლო 1946 წელს აფხაზეთში მსახურობს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1953-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1963-1988წწ. იმავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველის მოადგილე იყო; აქტიურად იყო ჩართული ქარხანა "ცენტროლიტის", თბილისის ჩარხმშენებელი, N3 ღვიბისა და საიუველირო ქარხნების, გაერთიანება "თბილრძის, "დინამოს" სტადიონის, ფიზიკისა და თერაპიის ს/კ ინსტიტუტების, უნივერმაღ "თბილისის", "ბავშვთა სამყაროს", თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სხვა ობიექტების მშენებლობაში; იყო სხვადასხვა მედლების კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.330 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |