The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე კუჭუხიძე

კონსტანტინე კუჭუხიძე
Date of birth:28 November, 1954  (70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა ქ. დნეპროპეტროვსკის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი მშენებელ-ინჟინრის კვალიფიკაციით 1977 წელს.

1977-1979წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში; მუშაობდა ქ. კომსომოლსკი-ამურზე სამხედრო ნაწილში, სპეციალობით; 1979-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N16 სამშენებლო ტრესტში (ყოფილი "ბიჭვინთმშენი"), ცენტრალური სამშენებლო ლაბორატორიის უფროსად; 1982 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის ქ. გაგრის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად; 1986 წელს დაინიშნა ქ. გაგრის საქალაქო კომიტეტის მშენებლობის, მრეწველობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1988 წელს არჩეულ იქნა ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1992-1996წწ. მუშაობდა საწარმოო-სავაჭრო ფირმა "გაგრას" ვიცე-პრეზიდენტად; 1996 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრად; 2001 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად; 2004-2009წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი; 2010-2013წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავნჯდომარის მრჩევლისა და თანაშემწის თანამდებობაზე; 2013 წელს დაინიშნა რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად; 2014 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ; არჩეული იყო ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.330-331


Share: