შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ ლაბარტყავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1966-1995წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, ჯერ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ხოლო შემდეგ "ჟინვალჰესის" მშენებლობაზე; მუშაობდა გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" საბინაო მშენებლობის სამმართველოში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი საბინაო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტი; 1995-2000წწ. მუშაობს სამშენებლო გაერთიანება "საქგვირაბმშენის" ფილიალ "ფოთი-პორტმშენის" გენერალურ დირექტორად; ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. სახელდობრ: სუფსის ტერმინალის, ქ. ფოთის პორტის ნავთობის ტერმინალის, პირველი, მეორე და მეთოთხმეტე ნავმისადგომის მშენებლობასა და რეაბილიტაციაში; მას ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი სარკინიგზო ბორნის მშენებლობაში; 2000 წლიდან იწყებს აქტიურ ბიზნეს საქმიანობას; ქმნის საკუთარ ფირმას შპს "175/2 ფაზისს", სადაც მუშაობდა გენერალურ დირექტორად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.332; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |