The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ ლაბარტყავა

ზაურ ლაბარტყავა
დაბადების თარიღი:1942
გარდაცვ. თარიღი:2014  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1966-1995წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, ჯერ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ხოლო შემდეგ "ჟინვალჰესის" მშენებლობაზე; მუშაობდა გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" საბინაო მშენებლობის სამმართველოში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი საბინაო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტი; 1995-2000წწ. მუშაობს სამშენებლო გაერთიანება "საქგვირაბმშენის" ფილიალ "ფოთი-პორტმშენის" გენერალურ დირექტორად; ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. სახელდობრ: სუფსის ტერმინალის, ქ. ფოთის პორტის ნავთობის ტერმინალის, პირველი, მეორე და მეთოთხმეტე ნავმისადგომის მშენებლობასა და რეაბილიტაციაში; მას ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი სარკინიგზო ბორნის მშენებლობაში; 2000 წლიდან იწყებს აქტიურ ბიზნეს საქმიანობას; ქმნის საკუთარ ფირმას შპს "175/2 ფაზისს", სადაც მუშაობდა გენერალურ დირექტორად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.332; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკოსთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის; საქართველოს სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ფოთის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

გააზიარე: