შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ლაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად, საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად; იმავე სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის კომბინატის მთავარ ინჟინრად, დირექტორად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1972-1990წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, N4 სამშენებლო ტრესტისა და ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" მმართველი; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართლსა და კახეთში საზოგადოებრივი, კულტ-საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების მშენებლობაში, სოფლად მშენებარე ობიექტებზე ინდუსტრიული მეთოდების დანერგვაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.332-333 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |