შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არქიფო ლაბახუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რეკი, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა სტალინის სახელობის მოსკოვის სამთო ინსტიტუტი მაღაროთა მშენებლობის სპეციალობით 1936 წელს. 1936-1953წწ. მუშაობს ტყვარჩელის მაღაროთა სამმართველოში; იყო შახტის უბნის უფროსის თანაშემწე, ვენტილაციის ქსელების უფროსი, მთავარი ინჟინრის თანაშემწე, შახტის მთავარი ინჟინერი, შახტის უფროსი და ტრესტ "ტყვარჩელნახშირის" მმართველი; 1953 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ; 1956-1976წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროში მინისტრის უფროს მრჩევლად, ასევე, საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობიოს სამინისტროს ტრესტ "ორგტექსოფმშენის" მართვის სისტემების სრულყოფისა და ეკონომიკური ანალიზის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; იყო საქართველოს სამშენებლო დარგის გამორჩეული ორგანიზატორი; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მისი განვითარების საქმეში; 1954-1976წწ. იყო საქართველოს კპ ტყვარჩელისა და სოხუმის საქალაქო კომიტეტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის ბიუროს და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრი; 1954-1958წწ. არჩეული იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1951-1959წწ. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის და 1959-1980წწ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატად; 12 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პროფკავშირების საბჭოს წევრი; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.333; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.253 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |