The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ალექსანდრია

გივი ალექსანდრია
ოფიციალური სახელი:გივი კვერენჩხილაძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელი ქ. მაიკოპში 1942 წელს; 1948 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისში ნახიმოვის სახელობის სასმხედრო სასწავლებელში. 

1953-1955წწ. მუშაობდა გემზე ჩრთილოთის ყინულოვან ოკიანეში. 1955 წლიდან მუშაობა დაიწყო "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. დაწერა სცენარები მხატვრული ("ერთხელ", რ. ესაძე, 1962) და ანიმაციური ფილმებისთვის: "ზღვაოსნური" (გ. ლავრელაშვილი, 1974), "მგელცხვარიანი" (გ. ლავრელაშვილი, 1976), "ბუმბული" (ი. დოიაშვილი, 1977). შეასრულა მხატვარ ლედანტიუს როლი ფილმში "ფიროსმანი" (გ. შენგელია, 1968). საკუთარი სცენარით გადაიღო ფილმი "ლოცმანი" (დოკ., 1977) და "ზღვა" (მ/მ). 1980 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 32


გააზიარე: