შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ანდრიევსკი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი 1974 წელს. 1960 წლიდან მუშაობდა "ქართული ფილმში" ფოტოგრაფად, ოპერატორის ასისტენტად, მეორე ოპერატორად, 80-იან წლებში-დანდგმელ ოპერატორად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე. არის ოპერატორი თ. ბაბლუანის ფილმისა: "ბეღურების დაგაფრენა" (1980), "ძმა" (1981), "უძინართა მზე" (1992), "ზოგი ჭირი მარგებელია" (პ. ჩარკვიანი,1984), "თამაში" (1990), "სევდიანი საყვირი" (დ. კობახიძე, 1982), "გარდატეხა" (1977), "ლილეო" (1995), "სუვენირი" (ვ. აბლოთია, 1986). კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 35
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |