The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ანდრონიკაშვილი

ბორის ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:ბორის პილნიაკი
სხვა სახელი:ბორის ვოგაუ
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1996  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის  კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1958 წელს.

მწერალ ბორის პილნიაკის (ვოგაუ) და ქართველი კინომსახიობის კირა ანდრონიკაშვილის ვაჟი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1957 წელს კინორეჟისორმა მ. ჭიაურელმა მიიწვია თავად არჩილის როლზე ფილმში "ოთარაანთ ქვრივი". ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურნაია გაზეტაში", შემდეგ წლებში კი სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში რედაქტორად. 1973-1989წწ. გამოსცა 7 პროზაული კრებული. წლების განმავლობაში მუშაობდა ისტორიულ მასალაზე საქართელო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ, მიუძღვნა ისტორიული ნარკვევები და წერილები. მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმი "კაპიტნები" (თ. გომელაური, 1974), სატელევიზიო დოკუმემტური სერიალი "გზა" (მ. კოკოჩაშვილი, 1983), დოკუმენტური ფილმები: "დეკაბრისტი სუდგოფი", "ორო დებიუტი" (ნ. კუზანოვი, 1986), "თავადი გრუზინსკი" (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1987). 

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 35; kino-teatr.org

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: