The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიჭიკო ანდრონიკაშვილი

ბიჭიკო ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2000  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1944 წელს. 

1944-1955წწ. 1955 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საესტრადო- თეატრალურ სასწავლებელში მსახიობის ოსტატობის პედაგოგად. პარალელურად თსუ-ს ხელოვნების მეორად ფაკულტეტზე კითხულობს ქართული თეატრის ისტორიას. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო"(რ. ჩხეიძე, 1956); "მე ვხედავ მზეს"(ლ. ღოღობერიძე, 1965), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"(ყ. მგელაძე, 1975), "სოფლის აშიკი"(რ. ჭარხალაშვილი, 1976), "ყვარყვარე"(დ. აბაშიძე, 1978); "დათა თუთაშხია"(გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბისკირია, 1978); "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(გ. შენგელია, 1984), "ბაგრატიონი"(გ. ჭოხონელიძე, ყ. მგელაძე, 1985); ხარება და გოგია(გ. შენგელია, 1987), "სპირალი"(გ. ჭოხონელიძე, 1990), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი"(რ. ჩხეიძე, 1989).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 36; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: