Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგილო ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრა. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო გიმნაზიაში. 1900 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით. 1902-1903წწ. მუშაობდა რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრად; რამდენადაც ამ დროისათვის ბათუმის კომიტეტი მოიცავდა გურიასაც, მუშაობდა გურიაშიც. ამ უკანასკნელის ცალკე გამოყოფის შემდეგ კი იყო გურიის კომიტეტის წევრი 1906 წლამდე. 1916 წლიდან იყო ქართული ენის მასწავლებელი ტფილისის ვაჟთა გიმნაზიაში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო მუშათა რევოლუციური ორგანიზაციების წევრი; 1917 წელს - ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მუშაობდა მთავრობის თავმჯდომარის აპარატში - იყო ნოე ჟორდანიას პირადი მდივანი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში; ჩამოშორდა პარტიულ მუშაობას გულის სერიოზული ავადმყოფობის გამო. დააპატიმრეს 1937 წლის პირველ ნახევარში "მენშევიკური ცენტრის" წევრობის ბრალდებით. 1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.447 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |