The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე პაპუწისშვილი-ქსიფილინოსი

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Humanitarian

Biography

XVIII საუკუნის ქართველი მწიგნობარი, წარმოშობით ბერძენი.

თბილისის სემინარიის რექტორის იოანე ოსეს ძის (ოსეშვილის) დახმარებით შეისწავლა ქართული ენა და გაქართველდა კიდევაც. ამიტომ ხელნაწერებში თავს ბერძნული გვარით კი არა, უფრო ხშირად პაპუწისშვილად იხსენიებს. ანტონ I კათოლიკოსის დავალებით ბერძნულს შეუჯერა ქართული ზატიკი (გამოიცა 1788) და გაიოზ რექტორის მიერ რუსულიდან გადმოთარგმნილი "დაუჯდომელი" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი A-813). ბერძნულიდან გადმოთარგმნა "აღსარება კეთილთა საქმეთა, წინააღმდგომთა ცოდვისათა" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი A-711), მანუილ ქსანთინოსის კანონიკური შრომა "ქორწინებისა თავთათვის" (თარგმნა 1785) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.671


Share: