Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე (პატრიკი)![]()
Biographyსაქართველოს მწიგნობართუხუცესი XI საუკუნის მესამე მეოთხედში, ერისკაცობაში პეტრიკი. პეტრეს ღვაწლი მიუძღვის ბიზანტია-საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობის განმტკიცებაში. 1054 წელს პეტრე და მისი ძმა იოანე (შემდგომში ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი) ბაგრატ IV-სა და დედოფალ მარიამს ახლდნენ კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორთან. იქიდან პეტრესა და მის ძმას მატერიალური დახმარება გაუწევიათ ათონის ქართული მონასტრისათვის, რისთვისაც მათ დაუწესეს აღაპი. პეტრემ ერისკაცობაშივე მიიღო პატრიკის ტიტული. 1065 წელს უკვე ბერია და იხსენიება როგორც "პეტრე-პატრიკი პეტრიკ ყოფილი". 1065 წელს პეტრე ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლში ახლდა უფლისწულ მართას, ძმებმა სააღაპე დღე დააწესეს გიორგი მთაწმინდელის სახელზე. 1085 წელს იხსენიება როგორც "პეტრე ვესტი და მწიგნობართუხუცესი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |