The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ პეტრიაშვილი

გურამ პეტრიაშვილი
ოფიციალური სახელი:სიმონ პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენტეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო).

სხვადასხვა დროს საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ტელეოპერატორი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი: 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო,  მაჟორიტარი, თბილისის ნაძალადევის N1 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). გადაღებულია ფილმებში: "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "მე დავბრუნდები" (1982), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (ქმარი, 1983), "ადამიანთა სევდა" (1984), "ელისა და რარუს თვგადასავალი" (1986), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (1988), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (კარისკაცი, 1989), "ალყა" (1990), "ბრავო, ჯორდანო ბრუნო"! (1993) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "რად სტვენს ბულბული" (1980), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (1986); დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "რად სტვენს ბულბული" (1980), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (1986). სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ გურამ პეტრიაშვილს მიანიჭა "ქართული ენის სიწმინდის დამცველის'' საპატიო წოდება (2023).

წყარო: საქართველოს პარლამერტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 290; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისია, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - პრემია "საგურამო"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: