The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოე ცინცაძე

ნოე ცინცაძე
დაბადების თარიღი:იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1978  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგის ხარისხით.

1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905-1907წწ. მოსკოვში პოლიტიკური საბაბით გაასამართლეს ადმინისტრციული წესით. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; პარალელურად - განათლების მინისტრის ამხანაგი. აქტიურად მუშაობდა სასკოლო სისტემაში ეროვნული განათლების რეფორმის გატარებაზე. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო საფინანსო-საბიუჯეტო, ხელოვნების და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1953 წლიდან აქტიურად იყო ჩართული რადიო "ევროპის გათავისუფლების" ქართული რედაქციის მუშაობაში. 1974 წლის 16 ივლისს მისი ხელმძღვანელობით, ჰარვარდის უნივერსიტეტს 30 წლის ვადით შესანახად გადაეცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივი. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.449

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1903-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: