The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ლაბახუა

ზურაბ ლაბახუა
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:2004  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1980 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1963-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1969 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა, ჯერ საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად, შემდგომ კი პარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად; 1973 წელს არჩეულ იქნა სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1975 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ ადგილობრივი მრეწველობის მინისტრად; 1977-1980წწ. მუშაობდა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ; 1980-1985წწ. იყო საქართველოს პროფსაბჭოს მდივანი; 1985-1987წწ. საქართველოს სსრ ნავთობპროდუქტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1988 წლიდან საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988-1990წწ. მშენებლობის ერთიანი სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1993 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში; მუშაობდა კორპორაცია "მონტაჟსპეცსტროის" პრეზიდენტის მრჩევლად, "მოსინტერსტროის" ფირმა "ტვერსკაია 16"-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ეროვნულ საქმეთა და ფედერაციულ ურთიერთობათა და დსთ-ის საქმეთა მინისტრის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა "სოიუზნეფტეგაზინვესტის" კონსორციუმის სამშენებლო კომპლექსს; 1993 წელს იყო აფხაზეთის აღორძინების ფონდ "ფენიქსის" დამაარსებელი; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია და ნარკვევი ქართველ და აფხაზ ხალხთა თანამეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე; არაერთგზის იყო არჩეული საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.333-334

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: