The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიომიდე ანთაძე

დიომიდე ანთაძე
სხვა სახელი:ა. დ. ნაკაშიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1955  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

1925  წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1932-1936წწ. კოტე მარჯანიშვილის მიწვევით მის თეატრში დადგა რამდენიმე სპექტაკლი (ა. დ. ნაკაშიძის ფსევდონიმით, რადგან აქვე ცნობილი რეჟისორი დოდო ანთაძე მოღვაწეობდა). 1936 წლიდან მუშაობდა კინოში ნიკოლოზ შენგელიასთან მეორე რეჟისორად ფილმზე "ნარინჯის ველი" (1937), თანარეჟისორად ფილმზე "სამშობლო" (1939), დაასრულა მისივე ფილმი "ის კიდევ დაბრუნდება" (1943). იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმისა "ხიდობნელი ქალიშვილი" (პ. კაკაბაძის პიესა "კოლმეურნის ქორწინების" მიხედვით, 1940), "სადარაჯო ჯიხური"  (1941).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 36; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: