The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლაითაძე

მიხეილ ლაითაძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1967 წელს.

1967-1971წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1972-1988წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1988-1997წწ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპროექტო-სარეკონსტრუქციო ბიუროს დირექტორის მოადგილე იყო; 1989 წლიდან ხელმძღვანელობს საკუთარ არქიტექტურულ ბიუროს; 1971-1988წწ. შექმნილი და განხორციელებული ძირითადი ობიექტია: კლიმატო-ბალნეოლოგიური კლინიკა 250 ადგილზე, სახელმწიფო ბანკის შენობა, საკონცერტო თეატრი 1200 ადგილზე ქ. გაგრაში, კინოთეატრი 600 ადგილზე ბიჭვინთაში, ზუგდიდის აზროვნების და დასვენების ცენტრი; ჟურნალისტების დასასვენებელი სახლი 250 ადგილზე ბიჭვინთაში, კულტურის სახლი 200 ადგილზე ქ. გაგრის ზონაში, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში (აზერბაიჯანი); დაპროექტებული და განხორციელებული აქვს მრავალი ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტები; არის სოფიის (ბულგარეთი) საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალეს მონაწილე და ლაურეატი (1983).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.335-336

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1976-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: