The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ლაითაძე

მიხეილ ლაითაძე
Date of birth:15 March, 1944  (81 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1967 წელს.

1967-1971წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1972-1988წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1988-1997წწ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპროექტო-სარეკონსტრუქციო ბიუროს დირექტორის მოადგილე იყო; 1989 წლიდან ხელმძღვანელობს საკუთარ არქიტექტურულ ბიუროს; 1971-1988წწ. შექმნილი და განხორციელებული ძირითადი ობიექტია: კლიმატო-ბალნეოლოგიური კლინიკა 250 ადგილზე, სახელმწიფო ბანკის შენობა, საკონცერტო თეატრი 1200 ადგილზე ქ. გაგრაში, კინოთეატრი 600 ადგილზე ბიჭვინთაში, ზუგდიდის აზროვნების და დასვენების ცენტრი; ჟურნალისტების დასასვენებელი სახლი 250 ადგილზე ბიჭვინთაში, კულტურის სახლი 200 ადგილზე ქ. გაგრის ზონაში, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში (აზერბაიჯანი); დაპროექტებული და განხორციელებული აქვს მრავალი ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტები; არის სოფიის (ბულგარეთი) საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალეს მონაწილე და ლაურეატი (1983).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.335-336; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.269

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1976-)

Awards and Honors

  • 2008 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: