შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოლიათ ლაკერბაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1954 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტებზე; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი, სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მთავარი ინჟინერი; მისი მონაწილეობით აშენდა კოლხეთის დაბლობზე არსებული ირიგაციული და სამელიორაციო სისტემების უმრავლესობა, დაშრობილ მიწებზე შექმნილი მეციტრუსეობის მეურნეობის კომპლექსები; მრავალი კომუნალური და სამოქალაქო ნაგებობები ქ. ფოთში, წყალგამყოფი კვანძი მდ. რიონზე და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.336 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |