The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოლიათ ლაკერბაია

გოლიათ ლაკერბაია
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1954 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტებზე; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი, სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მთავარი ინჟინერი; მისი მონაწილეობით აშენდა კოლხეთის დაბლობზე არსებული ირიგაციული და სამელიორაციო სისტემების უმრავლესობა, დაშრობილ მიწებზე შექმნილი მეციტრუსეობის მეურნეობის კომპლექსები; მრავალი კომუნალური და სამოქალაქო ნაგებობები ქ. ფოთში, წყალგამყოფი კვანძი მდ. რიონზე და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.336

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: