The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლანჩავა

მიხეილ ლანჩავა
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1950წწ. მუშაობდა ქ. ასტრახანში ოსტატად; 1950-1958წწ. ტყიბულის სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის უფროსად; 1958-1961წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1961-1964წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენისა" და 1964-1969წწ. კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კომუნრემშენის" სამშენებლო სამმართველოებს; 1969-1980წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N29 მოძრავ-მექანიზებული კოლონისა და 1980-1990წწ. სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N692 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის უფროსი; 1990 წლიდან სს ბიზნესცენტრ "სოფმშენის" საექსპლუატაციო სამსახურის უფროსია; ხელმძღვანელობდა ისეთი მსხვილი საწარმოო ობიექტების მშენებლობას, როგორებიცაა: "შაორჰესის" მაღალი წნევის მილსადენი, თბილისის აბრეშუმისა და მაუდსაქსოვი ფაბრიკები, მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.336


გააზიარე: