შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ ჯიჯიხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია, ტფილისის ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი 1897 წელს და ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1907 წელს 1-ი თანრიგით. ჯარში მსახურობდა 1893 წლიდან. 1897 წლამდე მსახურობდა 155-ე ყუბის ქვეით პოლკში, 1897 წლიდან მსახურობდა თურქესტანის მე-16 სახაზო მსროლელთა ბატალიონში. 1907-1909 წლებში მსახურობდა ხოჯენთის (ტაჯიკეთი) მე-2 სარეზერვო ბატალიონში. 1909-1911 წლებში მსახურობდა მე-6 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად. 1911-1914 წლებში მსახურობდა მე-15 საარმიო კოპრუსის შტაბის უფროს ადიუტანტად. (1914-1918) წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. რუსეთის არმიის ლაშქრობისას აღმოსავლეთ პრუსიაში 1914 წელს, კომუჩინის ტყეში ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. 1918 წელს დაბრუნდა ტყვეობიდან. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართული მე-4 პოლკის შტაბის უფროსად. ქართულ არმიაში პირდაპირ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა. 1919-1921 წლებში იყო ჯერ დავალებათა გენერალი სამხედრო მინისტრთან, შემდეგ სახალხო გვარდიის სამმართველოს განყოფილების უფროსი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ქვეყანა არ დაუტოვებია. ცხოვრობდა სამეგრელოში, თავის მამულში. შეეწირა რეპრესიებს. მისი გვარი ფიგურირებს 1938 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ 1-ი კატეგორიის დასახვრეტ პირთა სიაში. სიას ხელს აწერენ სტალინი, მოლოტოვი და ჟდანოვი. ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.42; georoute.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |