The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ლაპიაშვილი

მალხაზ ლაპიაშვილი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1916  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ობიექტების მშენებლობაზე; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საქართველოს შს სამინისტროს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს უბანზე - გზის ოსტატად, მთავარ ინჟინრად, უბნის უფროსად; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს გზების სამინისტროს ბორჯომის N29 საგზაო-საექსპლუატაციო უბანს; არჩეული იყო ბორჯომის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.336-337

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საპატიო მეგზევე

გააზიარე: