შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ყარალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთვრა ჩუგუევის (უკრაინა) ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი. მონაწილეობდა (1900-1901) წლების ლაშქრობაში ჩინეთში. მსახურობდა კავკასიის I-ი საარმიო კორპუსის მეთაურის ადიუტანტად, შემდეგ იგივე თანამდებობაზე ციმბირის მე-3 საარმიო კორპუსში. 1910-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის მეფის ნაცვალთან სამხედრო-სახალხო სამმართველოში. 1911 წლიდან მსახურობდა თერგის მხარის ვედენოს ოლქის (ჩეჩნეთი) სამხედრო უფროსად, 1918-1921 წლებში მსახურონდა ქართულ ჯარში. იყო ცხინვალის ლაშქრის უფროსი. იყო ფოთის პორტისა და სადგურის გენერალ-გუბერნატორი და ფოთში განლაგებული ჯარების და ჯავშან - მატარებლის უფროსი. 1924 წლის აჯანყების დროს ეკავა დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლის თანამდებობა. დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ. ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |